Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების კაპიტანი ლიგა 2-ის 21-ე ტურში ვალანსიენის განაცხადშია
  • 34 წლის ქართველი ნახევარმცველის გუნდი სტუმრად შატორუს დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომელიც სამწლიანი პაუზის შემდეგ სათამაშოდ საფრანგეთში დაბრუნდა, ლიგა 2-ში რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და დიდი შანსია, 21-ე ტურში, ვალანსიენის მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატაროს.

23 იანვარს კანკავას ახალი გუნდი სტუმრად შატორუს დაუპირისპირდება. მანამდე ვალანსიენის მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე გეგანმა 34 წლის ქართველი საყრდენი ნახევარმცველი გუნდის 18-კაციან განაცხადში შეიყვანა. 

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა საფრანგეთში სათამაშოდ ყაზახურ ტობოლში გატარებული სამი სეზონის შემდეგ დაბრუნდა და ლიგა 2-ის ვალანსიენთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა. მანამდე ჯაბა საფრანგეთში რეიმსში თამაშობდა, იქამდე კი უკრაინული დნიპროს, კრივბასისა და არსენალის (კიევი) ღირსებას იცავდა. 

ნაკრების კაპიტანი ვალანსიენის ღირსებას 6-ნომრიანი მაისურით დაიცავს

ვალანსიენს ლიგა 1-ში გასული 20 ტურის შემდეგ 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს. ამასთან, კანკავას გუნდს მეტოქეებზე ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული. შატორუ ლიგა 2-ის მთავარი აუტსაიდერია - გუნდი 13 ქულით ცხრილში ბოლო, მე-20 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები