Thumbnail

საეჭვო 163 მატჩი და ტიტულები | პორტუგალიის პროკურატურა ბენფიკას ტრიუმფს იძიებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბენფიკა ზედიზედ ოთხჯერ პორტუგალიის ჩემპიონი გახდა
  • ეჭვობენ, რომ ლისაბონის გუნდი შედეგებით მანიპულირებდა
  • გამომძიებლები კლუბის ფეხბურთელებისა და ხელმძღვანელების მიმოწერასაც კი ქექავენ

პორტუგალიური საფეხბურთო კლუბი ბენფიკა სამართალდამცველთა ყურადღების ცენტრში მოექცა. ქვეყნის პროკურატურა ეჭვობს, რომ შესაძლოა, ლისაბონური კლუბი ბოლო წლების განმავლობაში შედეგების მანიპულირებით იყო დაკავებული და ასე აღწევდა წარმატებას. 
 
პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, გამომძიებლები ქვეყნის ჩემპიონატის ბოლო ხუთ სეზონში, ბენფიკას მონაწილეობით გამართული 163 მატჩის შესწავლას აპირებენ. მათ უკვე მიიღეს ნებართვა "არწივების" ყველა ფეხბუთელისა თუ ხელმძღვანელი პირის მიმოწერის გასაცნობად და იმედოვნებენ, რომ ამ გზით დანაშაულის დამამტკიცებელ ფაქტებს მოიპოვებენ.  

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების დაწყების მიზეზი, თამაშების შედეგებზე კლუბის მაქინაციების შესახებ სამართალდამცავ ორგანოში შესული ანონიმური შეტყობინება გახდა.

ბენფიკა პორტუგალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია - ლისაბონელები ქვეყნის ჩემპიონები 36-ჯერ გახდნენ.

2013/14 წლების სეზონიდან მოყოლებული, ბენფიკა ზედიზედ 4-ჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი.

ამჟამად გუნდი ეროვნულ პირველობაში მეორე ადგილზეა და ლიდერ პორტოს 2 ქულით ჩამორჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები