Thumbnail

თბილისის დროით 24 იანვარს დილით, UFC-ის ოქტაგონს ორგანიზაციის ყოფილი ჩემპიონი და MMA-ს ცოცხალი ლეგენდა - ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი დაუბრუნდება, რომელიც ტურნირში UFC 257 ამერიკელ ჯასტინ პორიეს დაუპირისპირდება.

მომავალი ორთაბრძოლის წინ პროგნოზი გამოთქვა მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა. დაღესტნელმა მებრძოლმა, რომელმაც ოქტაგონიდან წასვლის შესახებ შარშან შემოდგომით გამოაცხადა, უპირატესობა ამერიკელს მიანიჭა. 

"სტარტზე უპირატესობა მაკგრეგორის მხარეს იქნება, მაგრამ მესამე ან მეოთხე რაუნდში პორიე შეძლებს ამ ბიჭის დამარცხებას", - თქვა ხაბიბმა.

ხაბიბი ამერიკელის გამარჯვებას წინასწარმეტყველებს

შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვს წარსულში კონორთანაც უჩხუბია და პორიესთანაც. 2018 წლის ოქტომბერში ხაბიბმა ირლანდიელს მეოთხე რაუნდში აჯობა, 2019 წლის სექტემბერში კი პორიეს დანებება მესამე რაუნდში აიძულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები