Thumbnail

უიღბლო დიეგო პეროტი - ასეთ ტრავმას სპორტული მედიცინა არ იცნობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფენერბაჰჩეს არგენტინელ ნახევარმცველს ძალიან არ გაუმართლა
  • ტრავმა, რომელიც პეროტიმ მიიღო, სპორტში არ დაფიქსირებულა 

ფენერბაჰჩეს ნახევარმცველ დიეგო პეროტის ძალიან არ გაუმართლა. 32 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა, რომელსაც თავის დროზე სევილიაში, ჯენოასა და რომაში უთამაშია, ისეთი ტრამა მიიღო, რომელიც სპორტულ სამყაროში პირველად დაფიქსირდა. 

თურქული კლუბის სპორტული დირექტორის ემრე ბელეზოლუს თქმით, პეროტის, რომელმაც მძიმე ტრავმა ნოემბრის ბოლოს, ბეშიქთაშთან დერბიში მიიღო, “მუხლის მყესები თითქმის სრულად აქვს გაწყვეტილი”. 

"მსოფლიოში ასეთი ტრავმის სულ რვა შემთხვევაა დაფიქსირებული და მათგან შვიდი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს უკავშირდება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სპორტსმენს მსგავსი ტიპის ტრავმა აქვს. ოპერაციის შემდეგ აღდგენის პერიოდი 3-იდან 8 თვემდე გრძელდება. ოპერაციის შემთხვევაში, მოგვიწევს როგორც მასთან, ისე მწვრთნელთან პირისპირ დაჯდომა და გადაწყვეტილების მიღება".

არგენტინელმა თურქეთის სუპერლიგის სულ 4 მატჩში ითამაშა და 3 გოლი გაიტანა

დიეგო პეროტი, რომელსაც არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ხუთი მატჩი აქვს ჩატარებული, სამშობლოში ბოკა ხუნიორსსა და დეპორტივო მორონში უთამაშია. ფეხბურთელმა სევილიასთან ერთად ევროპალიგა და ესპანეთის თასი მოიგო, მისი ბოლო ევროპული კლუბი კი რომა იყო, რომლის მაისურით 2016-20 წლებში გამოდიოდა და 106 მატჩში 26 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები