Thumbnail

ტოჩინოშინმა მეათედ წააგო - ქართველ სუმოისტს ერთი ბრძოლა დარჩა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა 2021 წლის ჰაცუ ბაშოზე მეთოთხმეტე ბრძოლა გამართა
  • ქართველმა სუმოისტი აკისეიამასთან იორიკირის ილეთით დამარცხდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის პირველი სუპერტურნირი სუმოში გრძელდება. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მეთოთხმეტე ბრძოლა ჩაატარა და მეათედ დამარცხდა. მე-16 მაეგაშირამ აკისეიამამ ქართველ მებრძოლს იორიკირის ილეთით აჯობა.

ჯერჯერობით უცნობია, ვისთან მოუწევს ლევანს შეხვედრა ბოლო საჭიდაო დღეს. ტოჩინოშინს 2021 წლის ჰაცუ ბაშოზე 4 მოგება და 10 მარცხი აქვს. ქართველმა სუმოისტმა უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და მომდევნო ბაშოზე დაქვეითება ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები