Thumbnail

ჟორჟ ვეა: კრიშტიანო რონალდო მსოფლიოში საუკეთესო არ არის, მაგრამ...

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანის ყოფილმა ფორვარდმა პორტუგალიელ ვარსკვლავზე აზრი გამოთქვა
  • ლიბერიის პრეზიდენტი აღიარებს, რომ კრიშტიანო რონალდოს ფანატია

მილანის ყოფილმა თავდამსხმელმა ჟორჟ ვეამ კრიშტიანო რონალდოზე აზრი გამოთქვა. 54 წლის ლიბერიელი, რომელიც ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, პოლიტიკური საქმიანობით დაკავდა და დღეს თავისი ქვეყნის პრეზიდენტია, მიიჩნევს, რომ ტურინის იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავი მსოფლიოში საუკეთესო ნამდვილად არ არის და რასაც მან მიაღწია, მხოლოდ თავდაუზოგავი შრომის წყალობით. 

"რონალდო ცოცხალი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება წარმოუდგენელი შედეგები მოიტანოს თავდაუზოგავმა შრომამ და მიზანდასახულობამ. ის მსოფლიოში საუკეთესო არ არის, მაგრამ არანორმალურად ბევრს ვარჯიშობდა და შრომობდა, რათა გამხდარიყო ის, ვინც არის. მე რონალდოს ფანატი ვარ, რადგან მან ყველაფერი დაიმსახურა, რასაც მიაღწია. მან იბრძოლა, რათა მიეღწია იმ სიმაღლისთვის, რომელზეც დღეს არის", - ამბობს ჟორჟ ვეა იტალიურ მედიასთან. 

კრიშტიანოს კარიერაში 5 ოქროს ბურთი აქვს მოპოვებული

კრიშტიანო რონალდო ტურინის იუვენტუსში 2018 წლის ზაფხულში, მადრიდის რეალიდან გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მანამდე პორტუგალიელმა მანჩესტერ იუნაიტედისა და მადრიდის რეალის მაისურებით ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოიგო, პორტუგალიის ნაკრებში კი ევროპის ჩემპიონატსა და ევროპის ერთა ლიგაში გაიმარჯვა.   

ჟორჟ ვეა მილანის ღირსებას 1995-99 წლებში იცავდა 

ჟორჟ ვეას კარიერის გამორჩეული წლები პარი სენ-ჟერმენში, მილანსა და ჩელსიში ჰქონდა. 1995 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელმა საფრანგეთსა და იტალიაში (2-ჯერ) ჩემპიონობა მოიპოვა, ჩელსიში კი ინგლისის თასს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები