Thumbnail
  • მანჩესტერ სიტის კევინ დე ბრუინის სახით მთავარი მეპასე გამოაკლდა
  • ბელგიელმა, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაშიც ვერ ითამაშოს

სერხიო აგუეროს კორონავირუსის შემდეგ, მანჩესტერ სიტის კიდევ ერთი სერიოზული საკადრო პრობლემა გაუჩნდა: ხოსეპ გვარდიოლა უახლოეს კვირებში გუნდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას, გამთამაშებელ კევინ დე ბრუინს ვერ გამოიყენებს. პეპმა პარასკევს საღამოს დაადასტურა, რომ ბელგიელი მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 6 კვირა ვერ ითამაშებს.

დე ბრუინი გასულ ოთხშაბათს, ასტონ ვილასთან მოგებულ მატჩში (2:0) დაშავდა. მას კუნთის ტრავმა აქვს. გამოდის, რომ ბელგიელი არა მხოლოს შაბათს, ასოციაციის თასის მატჩს გამოტოვებს მეოთხელიგელ ჩელტენჰემთან, არამედ 7 თებერვალს, ლივერპულთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრაშიც არ იქნება. კითხვის ნიშნის ქვეშაა დე ბრუინის თამაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩშიც, რომელიც 24 თებერვალსაა დაგეგმილი - მიონხენგლადბახის ბორუსიასთან.

29 წლის კევინ დე ბრუინს ამ სეზონში 23 ოფიციალურ მატჩში 15 საგოლე პასი აქვს გაკეთებული. ის გვარდიოლას გუნდის უმთავრესი მეპასეა.

კომენტარები

ბოლო ამბები