Thumbnail
  • დინამო 4:1 კოლხეთი
  • ტორპედო 3:0 სიონი

ეროვნული ლიგის მე-8 ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს თბილისის დინამომ და ქუთაისის ტოპედომ.

დინამომ ფოთის კოლხეთს უმასპინძლა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, 4:1 სძლია მეტოქეს.

პირველ ტაიმში დინამოელთა რიგებში ბუდუ ზივზივაძე და ოთარ კიტეიშვილი გამოირჩნენ, მეორე ნახევარი კი მასპინძლებმა ეფექტური კომბინაციით და მესამე გოლით დაიწყეს - დუბლი კიტეიშვილმა შეასრულა.

დინამოს მეოთხე გოლი ლკევან ხარაბაძემ გაიტანა, იქამდე კი ბუდუ ზივზივაძემ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ერთადერთ, რაც კოლხეთმა შეძლო, პრესტიჟის გოლის გატანაა.

დინამო 4:1 კოლხეთი

სამი ბურთოს სხვაობით გაიმარჯვა ქუთაისის ტორპედომ. კახა ჩხეტიანის გუნდმა ბოლნისის სიონი 3:0 დაამარცხა.

პირველი გოლი ბოლნისელებმა საკუთარ კარში გაიტანეს, მეორე ტაიმის სტარტზე კი მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი შეაგდეს და მატჩის ბედიც გადაწყდა.

სატურნირო ცხრილს 18-18 ქულით თბილისის დინამო და საბურთალო ლიდერობენ, 3 ქულით ნაკლები აქვს ჩიხურას, ქუთაისის ტოპედო კი 12 ქულით მე-5 ადგილს იკავებს

ტორპედო 3:0 სიონი

დინამო 4:1 კოლხეთი

გოლები: 1:0 ზივზივაძე (13), 2:0 კიტეიშვილი (39-პენ.), 3:0 კიტეიშვილი (47), 3:1 გოგონაია (82), 4:! ხარაბაძე (85)

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, ივანისენია (75. ქოჩლაძე), ნინუა (87. დარცმელია), შულაია, კიტეიშვილი, ივანიშვილი, ზივზივაძე (82. ბაბუნიძე)

კოლხეთი; პოლტავცევი, პანამარიოვი, გოგონაია, ჭეიშვილი, ჯიმშელეიშვილი, ტყემალაძე, დანილოვი, კაბორე (46. კაკულია), კვასოვი (53. იმნაძე), გოგბერაშვილი (86. კვერნაძე), მიხალიოვი

ტორპედო 3:0 სიონი

გოლები: 1:0 გურეშიძე (15-საკ. კარში), 2:0 კუტალია (50), 3:0 წიქარიძე (52) 

ტორპედო: კვასხვაძე, გრიგალაშვილი (46. ტაბატაძე), ხურცილავა, გურული, ქიმაძე, კუხიანიძე, მამასახლისი, დოლიძე, წიქარიძე (72. ჭიჭინაძე), კუტალია, ლიპარტია (68. კუჭუხიძე)

სიონი: ზარქუა. გაფრინდაშვილი, ნოზაძე, გორეშიძე, გიორბელიძე, სიხარულია, ქიქავა, მანაგაძე (57. ლეჟავა), კოშკაძე (68. ხმალაძე), მიქაბერიძე, დვალი (68. ბერიაშვილი)

კომენტარები

ბოლო ამბები