Thumbnail
  • ჯეიმი ვარდი ლესტერს რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება
  • ინფორმაცია გუნდის მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა დაადასტურა

ლესტერ სიტისთვის ეს ძალიან ცუდი ამბავია!

პრემიერლიგაში მე-3 ადგილზე მყოფი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “მელიების” ლიდერი და გოლეადორი ჯეიმი ვარდი ფეხბურთს რამდენიმე კვირა ვეღარ ითამაშებს.

2016 წლის ჩემპიონი გუდის 34 წლის ცენტრფორვარდმა საზარდულზე ოპერაცია უნდა გაიკეთოს. დიდწილად სწორედ ვარდის 11 გოლის დამსახურებაა ის, რომ ლესტერი პრემიერლიგის 19 ტურის შემდეგ 38 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ მანჩესტერ იუნაიტედს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

“სამწუხაროდ, ოპერაცის ვეღარ გადავდებდით, ვარდის ქირურგიული ჩარევა სჭირდება. მას კიდევ მიეცემა ამ სეზონში თავის გამოჩენის შანსი და იმედია, მალე დაგვიბრუნდება. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან დამწუხრებულები ვართ, რადგან ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს ვკარგავთ. ფაქტია, ვარდის გარეშე გაგვიჭირდება,” - განაცხადა როჯერსმა.

კვირას ლესტერს ასოციაციის თასის მატჩი ელის ბრენტფორდთან, პრემიერლიგაში კი მომდევნო შეხვედრას 27 იანვარს, ევერტონთან სტუმრად გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები