Thumbnail

'თუ არ მოგწონთ, წადით! უსაფრთხო fuc*** ფრენას გისურვებთ' - მესინა გერმანელებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მილანის მწვრთნელი წყობილებიდან გამოვიდა
  • ეტორე მესინა ბაიერნის წარმომადგენელს გაუბრაზდა

მცირე ინციდენტი მოხდა საკალათბურთო ევროლიგის მორიგი მატჩის შემდეგ, რომელშიც იტალიური მილანი და გერმანული ბაიერნი დაუპირისპირდნენ.

თამაშის შემდეგ ტრადიციული პრესკონფერენცია იყო დაგეგმილი, რომელიც პროტოკოლის თანახმად, ჯერ სტუმარ გუნდს უნდა ჩაეტარებინა. ვინაიდან ბავარიელთა დამრიგებელმა ანდრეა ტრინკიერიმ დააგვიანა, ჟურნალისტების წინაშე მილანის თავკაცი ეტორე მესინა წარსდგა. ის კითხვებს პასუხობდა, როდესაც დარბაზშო ბაიერნის პრეს-ატაშე გამოჩნდა და მესინას ევროლიგის პროტოკოლი შეახსენა. ამან იტალიელი მწვრთნელი წყობილებიდან გამოიყვანა.

“სანამ დავიწყებდი, 20 წუთი გელოდეთ. თუკი რაიმე არ მოგწონთ, შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ. უსაფრთხო ფრენას გისურვებთ”, - უპასუხა მან გერმანელს.

უშუალოდ მატჩი იტალიურმა კლუბმა 75:51 მოიგო და ეს გამოსარჩევი მოვლენაა, რადგანაც მილანს ბაიერნი 24 ქულის სხვაობით არასდროს დაემარცხებინა. მესინას გუნდმა ევროლიგის სატურნირო ცხრილში 13 მოგებით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, ბაიერნი კი მე-6 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები