- რეალი ზინედინ ზიდანის გარეშე დარჩა
- ფრანგი მწვრთნელის კოვიდტესტი დადებითი აღმოჩნდა
- დასასრულის დასაწყისი - ზიდანი რეალს ვეღარ აკონტროლებს?
მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ესპანური გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა და ფრანგი სპეციალისტი თვითიზოლაციაში გადავიდა.
რეალი ზიდანის გარეშე იქამდე დარჩება, სანამ მისი კოვიდტესტის პასუხი უარყოფითი არ იქნება. ამგვარად, "სამეფო გუნდს" უახლოესი პერიოდი მთავარი მწვრთნელის გარეშე მოუწევს ყოფნა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალი ორი დღის წინ ესპანეთის თასს მე-3 დივიზიონის ბინადარ ალკოიანოსთან (1:2) მარცხით გამოეთიშა, ხოლო 23 იანვარს ლა ლიგაში ალავესს დაუპირისპირდება.
კომენტარები