Thumbnail

ხაბიბი V კონორი - 2 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შედგეს მატჩ-რევანში

  • UFC-ის პრეზიდენტი იმედს არ კარგავს, რომ ნურმაგომედოვს დაბრუნებაზე დაითანხმებს
  • დანა უაითი ორ მიზეზს ასახელებს, რატომ უნდა შედგეს ხაბიბი-მაკგრეგორის მატჩ-რევანში

შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები UFC-ის დაუმარცხებელი ჩემპიონის, დაღესტნელი ხაბიბ ნურმაგომედოვის ოქტოგონზე დაბრუნების მოლოდინში არიან. 32 ხაბიბმა მას შემდეგ, რაც შარშან ოქტომბერში ჯასტინ გეიჯი დაამარცხა, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

თუმცა, UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი იმედს არ კარგავს, რომ ნურმაგომედოვს დაბრუნებაზე დაითანხმებს. მან ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხაბიბისა და კონორ მაკგრეგორის მატჩ-რევანშის ჩატარება. 

ირლანდიელ მებრძოლს ხაბიბთან შეხვედრა მეორედ სურს

შეგახსენებთ, რომ რუსმა მებრძოლმა ირლანდიელი 2018 წლის შემოდგომაზე, სკანდალურ შეხვედრაში, მტკივნეული ილეთის გამოყენებით დაამარცხა და მსუბუქ წონაში ჩემპიონის ტიტული დაიცვა. მას შემდეგ კონორმა არაერთხელ გამოთქვა მატჩ-რევანშის ჩატარების სურვილი, მაგრამ ხაბიბის პასუხი იყო ის, რომ ასეთ დაპირისპირებას სპორტული ინტერესი არ ექნება.

დანა უათი კი ბრძოლის ჩასატარებლად არგუმენტებს ასახელებს: 

"ეს ბრძოლა დიდი ფულს მოიტანს. ბუნებრივია, ორივე მებრძოლი საკმაოდ დიდ თანხას გამოიმუშავებს ამ ორთაბრძოლით. ეს პირველი მიზეზია.

მეორე არგუმენტი - რევანში მნიშვნელოვანია მათივე სპორტული ბიოგრაფიისთვის. კონორს შურისძიება სურს მაშინდელი წაგების გამო, ხაბიბს კი მაკგრეგორის ძლევა მეორედ სჭირდება, რათა დაუმატკიცოს ყველას, რომ ის მართლაც უძლიერესია".

გეიჯისთან გამარჯვების შემდეგ ხაბიბმა ემოციები ვერ მოთოკა

კონორ მაკგრეგორი ახლა დასტინ პორიესთან ჩხუბისთვის ემზადება. ბრძოლა აბუ დაბიში, UFC 257-ის ეგიდით, 24 იანვარს, გამთენიისას გაიმართება. ცოტა ხნის წინ ირლანდიელმა ხაბიბს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაანახლოს კარიერა და მისცეს მას რევანშის შანსი.

ხაბიბმა კარიერის განმავლობაში MMA-ში 29 ბრძოლა ჩაატარა (13 UFC-ში) და ყველა მოიგო. გეიჯისთან გამართული უკანასკნელი შეხვედრა დაღესტნელისთვის პირველი იყო მას შემდეგ, რაც მამა და მწვრთნელი - აბდულმანაპ მურმაგომედოვი გარდაეცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები