Thumbnail
  • მარიუპოლი 0:1 შახტარი.
  • დონცკელები ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
  • რეუს დეპორტიუ 1:1 სარაგოსა.
  • პაპუნაშვილმა 90 წუთს ითამაშა, სარაგოსამ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

დონეცკის შახტარმა უკრაინის პრემიერლიგის საჩემპიონო ჯგუფში მორიგი მატჩი მოიგო. დონეცკელებმა სტუმრად მარიუპოლს 1:0 სძლიეს და კიევის დინამოს ექვსი ქულით გაუსწრეს - კიეველებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ დავით ხოჭოლავამ 90 წუთს ითამაშა. ქართველმა მცველმა კარგი შეხვედრა ჩაატარა.

შახტარმა კაიოდეს გოლით მოიგო. ნიგერიელი ფორვარდი შახტარში ლა ლიგიდან გადმოვიდა. შახტარამდე ის ჟირონას ღირსებას იცავდა.

ხოჭოლავას გუნდს 69 ქულა აქვს და პირველ ადგილს იკავებს. უკრაინის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტური რჩება. შახტარს კიევის დინამოსთან სტუმრად აქვს შეხვედრა ჩასატარებელი.

ლა ლიგის 2-ის 37-ე ტურის შეხვედრაში, გიორგი პაპუნაშვილის სარაგოსა რეუს დეპორტიუს ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. პაპუნაშვილმა 88 წუთს ითამაშა. სარაგოსას 59 ქულა დაუგროვდა, ლა ლიგა 2-ის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე, კლუბი მე-4 ადგილს იკავებს.

სარაგოსას მომდევნო მეტოქე ხიხონის სპორტინგი იქნება, რომელიც ლა ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის.

ნიკა კაჭარავას კორონა ლეგიასთან სტუმრად დამარცხდა - 3:1. კაჭარავამ 3:0-ზე თანაგუნდელს საგოლე პასი გაუკეთა და კორონამ პრესტიჟის გოლი ჩაიწერა აქტივში. კაჭარავას გუნდი საჩემპიონო ჯგუფში მე-6 ადგილს იკავებს და ევროტურნირზე გასვლის შანსი დაკარგული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები