Thumbnail

კვარაცხელიამ წელი გოლით დაიწყო - ხვიჩამ პარტიზანს გაუტანა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რუბინი 5:2 პარტიზანი
  • ხვიჩა კვარაცხელიამ სერბულ გუნდს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ 2021 წლის პირველსავე შეხვედრაში გოლი გაიტანა. ყაზანის რუბინი შეკრებაზე თურქეთშია, სადაც პირველ ამხანაგურ თამაშში ბელგრადის პარტიზანს დაუპირისპირდა და 5:2 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების ლიდერი ძირითად შემადგენლობაში იყო და ლეონიდ სლუცკიმ 56-ე წუთზე შეცვალა. ხვიჩამ მანამდე გოლის გატანა მოასწრო. 39-ე წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმოს მისადგომებთან კარგად ითამაშა და მეტოქის კარში ზუსტად დაარტყა, რითაც ანგარიში იმ დროისთის 3:0 გახადა. ხვიჩამ პირველ საგოლე შეტევაშიც მიიღო მონაწილეობა.

ქართველმა ფეხბურთელმა სერბული კლუბის მეკარე დაამწუხრა

რუბინი სეზონის მე-2 ნაწილისთვის მზადებას თურქეთში აგრძელებს და 24 იანვარს მეორე ამხანაგურ თამაშს გამართავს, რუსეთის პრემიერლიგა კი 26 თებერვალს განახლდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატის 16 მატჩში თავი ორ-ორი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა, აგრეთვე 3-ჯერ პენალტი გამოიმუშავა.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას გოლი პარტიზანთან

კომენტარები

ბოლო ამბები