Thumbnail
  • ვირჯილ ვან დაიკის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის
  • ამის შესახებ ლივერპულის მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა 

ვირჯილ ვანდაიკმა სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა. ნიდერლანდელმა დაზინაბება 17 ოქტომბერს გამართულ "მერსისაიდულ დერბიში" მიიღო. ვირჯილი ევერტონის მეკარე ჯორდან პიკფორდთან ორთაბრძოლისას დაშავდა.

ლივერპულისთვის 29 წლის ცენტრალური მცველი ბოლო სეზონებში გუნდის ერთ-ერთი მთავარ და საკვანძო მოთამაშედ ჩამოყალიბდა. მისი არყოფნა ინგლისური კლუბისთვის სერიოზული პრობლემაა, რადგან იგი არამარტო დაცვის ხაზის, არამედ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

ვან დაიკის გამოჯანმრთელების პროცესის შესახებ ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდელი კარგ ხასიათზეა და მისი სარეაბილიტაციო პროცესი კარგად მიდის, თუმცა ფეხბურთელის დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ არ იცის.

"არ ვიცი, რა არის შესაძლებელი და რა - არა. არ ვიცი, ვარ თუ არა ის ადამიანი, ვისაც ამის განსჯა 100 პროცენტით შეუძლია, მაგრამ ის ძალიან კარგად გამოიყურება. ტელეფონზე ვესაუბრე და ძალიან კარგ ხასიათზეა, ამიტომ ეს ყველაფერი იმედისმომცემია, მარგამ როდის დაბრუნდება, არ ვიცი. მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პროცესი, ეს ნამდვილად იმედისმომცემია", - განაცხადა კლოპმა.

გერმანელის მიერ გაწვრთნილი ლივერპული ბოლო პერიოდში არცთუ ისე კარგად გამოიყურება და პრემიერლიგაში დაკარგული ქულების გამო 18 შეხვედრის შემდეგ 34 ქულით მე-4 ადგილზეა.   

კომენტარები

ბოლო ამბები