Thumbnail

გიგიბერიას პირველი სამქულიანი NCAA-ში - ჯორჯია ტექ-მა მესამედ მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ჯორჯია ტექ 83:65 კლემსონი
  • 19 წლის ქართველმა ცენტრმა თავის გამოჩენა ერთ წუთშიც მოასწრო

საბა გიგიბერიას (სიმაღლე 2.16 მ.) ჯორჯია ტექ-მა NCAA-ს კონფერენცია Atlantic Coast-ში მორიგი მატჩი ჩაატარა და მართალია, კლემსონ ტაიგერსთან ფავორიტად სულაც არ მოიაზრებოდა, მეტოქეს ძალიან დამაჯერებლად სძლია – 83:65.

19 წლის ქართველი ცენტრი მოედანზე ბოლოსკენ 1 წუთით გამოჩნდა, თუმცა, შედეგიანი ქმედება მაინც მოასწრო. საბამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერ ჟოზე ალვარადოსგან პასი პერიმეტრზე მიიღო და სამქულიანის ჩაგდება მოახერხა.

საბას წარმატებული ქმედება განსაკუთრებულად მიულოცეს

გიგიბერიას ჯორჯიელთა მაისურით სადებიუტო სეზონი აქვს და მოედანზე მცირე დროის გატარება უწევს, ამდენად, მისი წარმატებით თანაგუნდელებმა განსაკუთრებით გაიხარეს და შესაბამისადაც მიულოცეს. ამ დროისთვის, საბას NCAA-ში 7 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მონაგარი კი 1.0 ქულა და 1.9 მოხსნაა. ვთქვათ ისიც, რომ მან სტუდენტურ ლიგაში პირველი სამქულიანის ჩაგდება შესძლო.

ჯორჯია ტექ-მა 4 საკონფერენციო მატჩიდან მე-3 მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 24 იანვარს ვირჯინია კავალიერსთან ჩაატარებს. ამ უკანასკნელს მაქსიმალური შედეგი (5-0) აქვს და პირველ პოზიციაზეა.

📺 გიგიბერიას სამქულიანი კლემსონთან

კომენტარები

ბოლო ამბები