Thumbnail

‘ნეიტი კაცურად მოიქცა, ხაბიბი…’ - მაკგრეგორის მიმართვა ნურმაგომედოვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კონორ მაკგრეგორი ისევ ხაბიბ ნურმაგომედოვთან რევანშს ითხოვს
  • ირლანდიელმა მაგალითად ნეიტ დიასის საქციელი მოიყვანა

ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის რევანში უფრო და უფრო არარეალური ხდება. მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონმა ახლახან კიდევ ერთხელ თქვა, რომ დაბრუნებას არ აპირებს. ყოფილი ჩემპიონმა მაკგრეგორმა კი მას კიდევ ერთხელ მიმართა და მოუწოდა, “კაცურად მოიქცეს.”

ირლანდიელი ხაბიბს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, განაახლოს კარიერა და მისცეს მას რევანშის შანსი, როგორც ეს თავის დროზე ნეიტ დიასმა გააკეთა. როგორც იცით, 2016 წლს დიასმა კონორის დამარცხება შეძლო, თუმცა 5 თვის შემდეგ რევანში შედგა და ირლანდიელმა ის დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ხაბიბმა კონორს 2018 წლის ოქტომბერში მოუგო.

ხაბიბმა კონორს 2018 წლის ოქტომბერში მოუგო

“ნეიტი ძალიან ვაჟკაცური, მამაცი მებრძოლია. ის მაშინვე დათანხმდა რევანშს, გაქცევა და დამალვა კი… მსოფლიომ ნახა ნურმაგომედოვის სისუსტე. ყველა ხედავს, რომ ეს არის საქმე, რომელიც არ დასრულებულა. მაგრამ თუ მას ამაში მონაწილეობა არ ინდა, ეს მისი საქმეა,” - განუცხადა ირლანდიელმა “მირორს”.

კონორ მაკგრეგორი ახლა დასტინ პორიესთან ჩხუბისთვის ემზადება. ბრძოლა აბუ დაბიში, UFC 257-ის ეგიდით, 24 იანვარს, გამთენიისას გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონზე უკანასკნელად გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა, როცა ჯასტინ გეიჯი დაამარცხა. აღნიშნული ბრძოლის შემდეგ ხაბიბმა კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

კომენტარები

ბოლო ამბები