Thumbnail
  • მცირე ინცინდენტი შენგელიასა და კალინიჩს შორის 
  • რა უთხრა ქართველმა კალათბურთელმა პასუხად სერბს

ბასკონიასა და ფენერბაჰჩეს პლეი ოფის სერიის მეოთხე მატჩის დასრულების შემდეგ ფენერბაჰჩეს სერბმა ლეგიონერმა ნიკოლა კალინიჩმა ბასკონიას კალათბურთებს ხელით ჟესტი უჩვენა - ახლა ჩვენი დროაო. მას ევროლიგის ოთხთა ფინალში გასული გუნდის ლიდერი იან ვესელიც აჰყვა.

ამით ფენერბაჰჩეს კალათბურთელებმა სამაგიერო გადაუხადეს ბასკონიას ქართველ კაპიტან თორნიკე შენგელიას, რომელმაც სერიის მესამე, მოგებულ მატჩში ანალოგიური ჟესტი უჩვენა სტუმართა გუნდის სათადარიგოთა სკამს. 

კალინიჩის პასუხმა სოციალურ მედიაში დიდი მითქმა-მოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 
ამ ჟესტის შემდეგ ფენერბაჰჩეს კალათბურთელებეს, კერძოდ კალინიჩს პირველი ბასკონიას ქართველი კაპიტანი გადაეხვია. 

მედიაში ამტკიცებენ, რომ კალინიჩსა და შენგელიას შორის ასეთი საუბარი გაიმართა

კალინიჩი: ახლა ჩვენი დროა და ჩვენ ბელგრადში ოთხთა ფინალზე მივდივართ.

შენგელია:  შენ დაიმსახურე ეს, იმედი მაქვს, რომ ჩემპიონი გახდები.

ასე რომ, მათ შორის დაპირისპირება საერთოდ არ მომხდარა და გუნდები ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები