- რეალი ესპანეთის თასიდან ალკოიანომ გააგდო
- ეს გუნდი 10 თვის წინ სპარინგში საბურთალომ დაამარცხა
- ზიდანმა მარცხზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო
- მარცხი მე-3 დივიზიონის ალკოიანოსთან! - ზიდანის გუნდი 10-კაციანმა მეტოქემ გააგდო
მადრიდის რეალი ესპანეთის სამეფო თასს, მოულოდნელად, ძალზე ნაადრევად, 1/16 ფინალში დაემშვიდობა. "სამეფო კლუბი" მე-3 დივიზიონის გუნდთან, ალკოიანოსთან (1:2) დამატებით დროში დამარცხდა და გადამწყვეტი გოლი მაშინ გაუშვა, როდესაც მოედანზე რიცხობრივ უმრავლესობაში იმყოფებოდა.
მატჩის შემდეგ ზინედინ ზიდანმა მარცხზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ არ ფიქრობს, რომ ეს წაგება სირცხვილია. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა და გამარჯვება შეეძლო.

"ეს ჩემი გუნდისთვის რთული მომენტია. თანაბარი თამაში იყო ორ გუნდს შორის, რომლებიც გამარჯვებას ცდილობდნენ. თუმცა, ძირითად დროში ჩვენ უფრო მეტი გოლის გატანის შანსი გვქონდა. მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი მე ვარ და შესაბამისად, პასუხისმგებლობა მე მეკისრება. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთელები ცდილობდნენ სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ ბოლო მომენტში ყოველთვის რაღაც არ გამოდიოდა. მინდა აღვნიშნო მეტოქის მეკარე - მან რამდენიმე მაღალი ხარისხის სეივი შეასრულა. არ ვფიქრობ, რომ ეს შედეგი სამარცხვინოა, ასეთები ხდება ხოლმე. ყველა ფეხბურთელის კარიერაშია მსგავსი თამაშები. ეს იყო ჩვენთვის კიდევ ერთი მტკივნეული დარტყმა ამ რთულ სეზონში, რადგან წაგება არ გვიყვარს, მაგრამ დანებებას არავინ გეგმავს, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ", - თქვა ზიდანმა.
რეალი მომდევნო მატჩს ლა ლიგაში სტუმრად ალავესის წინააღმდეგ 23 იანვარს გამართავს. აღსანიშნავია, რომ ალკოიანოს წინააღმდეგ 2020 წლის მარტში ამხანაგური თამაში თბილისის საბურთალომ გამართა და ესპანურ გუნდს, რომელმაც გუშინ ისტორია დაწერა, 3:1 მოუგო.
📺 ალკოიანო 2:1 რეალი [მიმოხილვა]
კომენტარები