Thumbnail
  • ვერა 84:70 რუსთავი
  • ლევან ფაცაციას გუნდმა სუპერლიგის ლიდერი დაამარცხა

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალურ ტურნირზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ლევან ფაცაციას სამწვრთნელო დებიუტი ვერაში წარმატებული გამოდგა - მან მთავარი მწვრთნელის პოსტზე ირაკლი ხოშტარია შეცვალა, მისი ხელმძღვანელობის კლუბმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. საკალათბურთო კლუბმა ვერამ ამჯერად სუპერლიგის ლიდერ რუსთავს 84:70 სძლია და A ჯგუფიდან გავიდა.

ვერამ პირველი ნახევარში 42:34 გაიმარჯვა, რის შემდეგაც მესამე პერიოდში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და მატჩის გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტა. რუსთავმა მესამე პერიოდი 9:26 დათმო და ვერა ბოლო მეოთხედს 25-ქულიანი უპირატესობით შეხვდა. ნომინალურ მასპინძლებს ბრაისონ სკოტმა ულიდერა, რომელმაც რუსთავს 28 ქულა ჩაუგდო. აღსანიშნავია, რომ სკოტმა ტიტებთან პირველ ტურშიც 28 ქულა მიითვალა და ორივე მატჩის MVP გახდა. ამერიკელმა ლეგიონერმა 11-დან 8-ორქულიანი, 4-დან 2-სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

ლუკა მაზიაშვილმა 11 ქულა დააგროვა

ვერას მხრიდან 10-ქულიან ზღვარს კიდევ ოთხი კალათბურთელი გადაცდა - ჯოშუა ჰავლიმ 18 ქულა დააგროვა, ტრევონდ ბარნსის ანგარიშზე 16 ქულა იყო, ხოლო ლუკა მაზიაშვილმა და გივი ბაქრაძემ 11-11 ქულა ჩააგდეს. საქართველოს ნაკრების კალათბურთელ გივი ბაქრაძეს კარგი მატჩი ჰქონდა - 11 ქულის გარდა, 7 მოხსნასა და 6 პასს მოუყარა თავი.

რუსთაველებს 12 ქულით მალიკ უაითმა ულიდერა, ხოლო ნაკრების კალათბურთელმა მერაბ ბოქოლიშვილმა 10 ქულა ჩააგდო. ვერას A ჯგუფში 2-დან 2 მოგება დაუგროვდა და ნახევარფინალში გავიდა. ლევან ფაცაციას გუნდმა პირველ ტურში ტიტებს 85:78 მოუგო.

📸 | ვერა 84:70 რუსთავი

ტრევორდ ბარნსი: 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი

📸 | ვერა 84:70 რუსთავი

ბრაიან სკოტი: 28 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი

📸 | ვერა 84:70 რუსთავი

ლევან ფაცაციას მოსვლის შემდეგ: 2 მატჩი, 2 მოგება

📸 | ვერა 84:70 რუსთავი

სკოტი მთელი მატჩის განმავლობაში შეუჩერებელი იყო

📸 | ვერა 84:70 რუსთავი

გივი ბაქრაძე: 11 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი

📸 | ვერა 84:70 რუსთავი

ლუკა მაზიაშვილი: 11 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი

📸 | ვერა 84:70 რუსთავი

ჯოშ ჰავლი: 18 ქულა, 9 მოხსნა

📸 | ვერა 84:70 რუსთავი

ბრაიან სკოტი მატჩის MVP გახდა

📸 | ვერა 84:70 რუსთავი

გივი ბაქრაძემ და მისმა თანაგუნდელებმა სუპერლიგის ლიდერს სძლიეს

ყველა ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა

A ჯგუფი
1. ვერა - 4
2. ტიტები - 1
3. რუსთავი - 1

B ჯგუფი
1. ქუთაისი - 2
2. დინამო - 1
3. მგზავრები - 0

C ჯგუფი
1. ოლიმპი - 2
2. თსუ - 2
3. ორბი - 0

D ჯგუფი
1. მეგა - 3
2. კაკტუსი - 2
3. ცხუმ-აფხაზეთი - 1

 

კომენტარები

ბოლო ამბები