Thumbnail

ტოჩინოშინმა ისევ წააგო - ეს ჰაცუ ბაშოზე მისი მე-8 მარცხია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა 2021 წლის ჰაცუ ბაშოზე მეთერთმეტე ბრძოლა გამართა
  • ქართველი სუმოისტი მიტაკეუმისთან ოშიდაშის ილეთით დამარცხდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის პირველი სუპერტურნირი სუმოში გრძელდება. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მეთერთმეტე ბრძოლა ჩაატარა და მერვედ დამარცხდა. მას კომუსუბი მიტაკეუმი შეხვდა, რომელმაც ქართველ მებრძოლს ოშიდაშის ილეთით აჯობა.

ლევანს მეთორმეტე საჭიდაო დღეს პირველ მაეგაშირა ჰოკოტოფუჯისთან ბრძოლა ელის. ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე უარყოფითი ბალანსი გაიფორმა - მას 3 მოგება და 8 მარცხი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები