Thumbnail

გიორგი ბეჟანიშვილის ილინოის ფაითინგ ილინიმ NCAA-ში განცდილი 2 საკონფერენციო მარცხის შემდეგ ძალების მობილიზება მოახერხა და შინაურ კედლებში პენ სტეიტ ნიტანი ლაიონსს 79:65 სძლია, ქართველმა კალათბურთელმა კი ფაქტობრივად უშეცდომოდ ითამაშა.

ბეჟანიშვილმა მოედანზე 12 წუთი გაატარა და შეტევა არ გაუცუდებია. მან 2-ვე ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 6 ქულას 2 მოხსნა წაამატა. გიორგის ბურთი არ დაუკარგავს და არც პერსონალური ფოლი არ მიუღია. განსაკუთრებით ეფექტური იყო ქართველი ფორვარდის იერიში, როდესაც მან ბურთი ფარქვეშ მიიღო და მეტოქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი ფარში ჩატენვა მოახერხა.

ილინოისმა კონფერენცია Big Ten-ში 6 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. ქართველი ლეგიონერის გუნდი მომდევნო მატჩს 23 იანვარს მიჩიგან სტეიტ სპარტანსთან ჩაატარებს.

📺 ბეჟანიშვილის შეტევა პენ სტეიტთან

კომენტარები

ბოლო ამბები