Thumbnail

უფრო დიდი ხნით - ატლეტიკო დიეგო სიმეონეს ახალ შეთავაზებას უმზადებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ატლეტოკოს თავის მწვრთნელთან ხელშეკრულების გახანაგრძლივება სურს
  • მადრიდში დიდი ხნით დარჩენაზე უარს არგენტინელი სპეციალისტი იტყვის 

მადრიდის ატლეტიკოში დარწმუნებულები არიან, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დიეგო სიმეონეზე უკეთეს კანდიდატს ვერ ნახავენ და მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 50 წლის არგენტინელი, რომელიც ცოტა ხნის წინ დეკადის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს (IFFHS), არამარტო თანახმაა კლუბში საქმიანობა გააგრძელოს, მზადაა პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის ფონზე, ხელფასის დაკლებაზეც წავიდეს. 

დიეგო სიმეონე ატლეტიკოში მეათე წელია მუშაობს, მოქმედი ხელშეკრულება კი 2022 წლის ივნისში ეწურება. მისი ამჟამინდელი ანაზღაურება წლიურ 32 მილიონ ევროს შეადგენს (გადასახადების გარეშე), რაც მსოფლიო ფეხბურთში დასაქმებულ მწვრთნელებს შორის უმაღლესი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. 

ახლა ატლეტიკოს სიმეონესთან კონტრაქტის ორი წლით, 2024 წლამდე გახანგრძლივება სურს. დიეგოს და ნატალია, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიცაა, სულ მალე მადრიდულ კლუბთან ახალ ხელშეკრულებაზე სალაპარაკოდ დაჯდება. 

დიეგოს ხელში ატლეტიკო ლა ლიგის მეორედ მოგებასთან ახლოსაა

დიეგო სიმეონე ატლეტიკოს 2011 წლიდან წვრთნის. სპეციალისტის ხელმძღვანელობით კლუბმა ესპანეთის ჩემპიონატში (2013/14 წლები) გაიმარჯვა, მოიგო ქვეყნის თასი (2012/13) და სუპერთასი (2014). "ჩოლომ" მადრიდელებს ორ-ორჯერ ევროპალიგა (2011/12, 2017/18) და უეფას სუპერთასი (2012, 2018) მოაგებინა, ორჯერ კი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ დიეგო სიმეონეს ეროვნულ ნაკრებში მიწვევაზე მის სამშობლოში, არგენტინაში ფიქრობენ.

როგორც ამბობენ, ატლეტიკოში დარჩენა დიეგოსაც სურს

ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში მოპოვებული 41 ქულით, მადრიდის ატლეტიკო სატურნირო ცხრილს ლიდერბს. მეორე პოზიციას მადრიდის რეალი (18 მატჩი, 37 ქულა) იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები