Thumbnail

ფიფას რიცხვები - როგორ შეამცირა კორონავირუსის პანდემიამ ტრანსფერები

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

კორონავირუსმა კლუბები და ზოგადად ფეხბურთი უკიდურესად აზარალა, თუმცა ეს ყველამ იცის. რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს:

ფიფას მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, გასულ წელს ფეხბურთელების ტრანსფერებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 5,63 მილიარდი დოლარი (4,65 მილიარდი ევრო) დაიხარჯა. შედარებისთვის: 2019 წელს კლუბებმა ახალი მოთამაშეების ტრანსფერებში ჯამში 7,35 მილიარდი დოლარი (6,08 მილიარდი ევრო გადაიხადეს. 2020 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 10 პროცენტითაა შემცირებული, ვიდრე 2017 წელს იყო (6,29 მილიარდი დოლარი, 5,20 მილიარდი ევრო).

2020 წელს ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად მოხდა ისე, რომ ტრანსფერების რაოდენობამ იკლო. დაკლებულია ფეხბურთელების ფასებიც. განხორციელებული ტრანსფერების მხოლოდ 13,3 პროცენტი იყო ფასიანი, 130 შემთხვევაში გადაიხადეს კლუბებმა 10 მილიონ დოლარზე მეტი. TOP 10 ტრანსფერის ღირებულების ჯამი კი მთლიანი ტრანსფერების ფულის 15 პროცენტს შეადგენს.

კომენტარები

ბოლო ამბები