Thumbnail

ყველა ბრძოლა მოსაგებია - ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის მიღწევა გაუჭირდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა 2021 წლის ჰაცუ ბაშოზე მეათე ბრძოლა გამართა
  • ქართველმა სუმოისტი ტაკაიასუსთან ოშიდაშის ილეთით დამარცხდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის პირველი სუპერტურნირი სუმოში გრძელდება. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მეათე ბრძოლა ჩაატარა და მეშვიდედ დამარცხდა. მას კომუსუბი ტაკაიასუ შეხვდა, რომელმაც ქართველ მებრძოლს ოშიდაშის ილეთით აჯობა.

ლევანს მეთერთმეტე საჭიდაო დღეს კიდევ ერთ კომუსუბისთან ბრძოლა ელის. ტოჩინოშინს მიტაკეუმი შეხვდება, რომელსაც 5 მოგება და 5 მარცხი აქვს. ქართველ სუმოისტს დადებითი ბალანსის გასაფორმებლად დარჩენილი 5 ბრძოლიდან ყველა შეხვედრის მოგება სჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები