Thumbnail

უზბეკი ფეხბურთელი იუვენტუსში? მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მას რონალდოსგან განსხვავებული პლიუსები ჰქონია
  • საუბარია ჯენოას 25 წლის შემტევ ელდორ შომუროდოვზე

ტურინის იუვენტუსში, შესაძლოა, უზბეკმა ფეხბურთელმა ითამაშოს. Calciomercato-ს ცნობით, იტალიური გრანდი სერიოზულად არის დაინტერესებული ელდორ შომუროდოვის გადაბირებით და ამის გამო, ჯენოასთან უკვე კონტაქტიც ჰქონდა.

როგორც ირკვევა, იუვენტუსის სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის აზიელი ფეხბურთელი გუნდში მე-4 ფორვარდად ესახება კრიშტიანო რონალდოს, პაულო დიბალასა და ალვარო მორატას შემდეგ. მისი აზრით, შომუროდოვს ხსენებული სამეულისგან განსხვავებული პლუსები აქვს და ეს, ტურინელებს უნდა გამოადგეთ.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის თავდამსხმელი ჯენოაში რუსული როსტოვიდან გასული წლის ოქტომბერში 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მალევე ერთ-ერთ წამყვან ფეხურთელად იქცა. შომუროდოვს სერია A-ს 12 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. ის უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებში 2015 წლიდან თამაშობს და 43 თამაშში მეტოქე კარი 20-ჯერ აუღია.

კომენტარები

ბოლო ამბები