Thumbnail
  • პირველი გამოცდილება კრაუჩი იყო, არასდროს მენახა 2 მ. სიმაღლის ფეხბურთელი'
  • სერბი მცველის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა ფერნანდო ტორესი

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა ნემანია ვიდიჩმა ოთხი საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა, რომელთა წინააღმდეგაც ინგლისის პრემიერლიგაში უთამაშია. სერბი ფეხბურთელის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა ფერნანდო ტორესი, რომლის მეტოქეც ლივერპული-მანჩესტერის მატჩებისას არაერთხელ ყოფილა. ვიდიჩმა პეტერ კრაუჩი, დიდიე დროგბა, სერხიო აგუერო და ლუის სუარესი აირჩია.

"ჩემი პირველი გამოცდილება პეტერ კრაუჩი იყო. მანამდე არასდროს მენახა ორი მეტრის სიმაღლის ფეხბურთელი. ის ლივერპულში იყო და ერთხელ "ენფილდზე" სათასო მატჩში ვითამაშეთ. ვფიქრობდი: "ვაუ, რა ვქნა დღეს ამ ბიჭთან?" შემდეგ მის გვერდით ბელამი დავინახე, არც ისე დიდი ფეხბურთელი, მაგრამ ძალიან, ძალიან სწრაფი. ის ბევრს დარბოდა, კრაუჩი კი თითქმის მუდამ ჰაერში იყო. მე არასდროს მინახავს ასეთი ფეხბურთი. ვიცოდი როგორ მეთამაშა ინდივიდუალურად, მაგრამ არ ვიცოდი ორივესთან რა უნდა მექნა. ვეს ბრაუნთან წყვილში ვთამაშობდი და რთული თამაში იყო, 0:1 წავაგეთ. აგუეროსთან ვითამაშე დევიდ მოიესის სეზონში, როდესაც 1:4 წავაგეთ. მან იცის სად მოვა ბურთი და სად შეიძლება შეტევა. ეს იყო ჩემი ყველაზე ცუდი მატჩი იუნაიტედში. ეს ორი მარცხი რომსა და უემბლიზე წაგებებზე უფრო მტკივნეული იყო", - თქვა ვიდიჩმა.

შეხასენებთ, რომ ნემანია ვიდიჩი მანჩესერ იუნაიტედის რიგებში 2006-2014 წლებში თამაშობდა და "წითელი ეშმაკების" მაისურით ჩატარებულ 300 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები