Thumbnail

‘ჩვენ ერთი დნმ გვაქვს’ – ბექჰემის გუნდს ნევილი გაწვრთნის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'დაბადებით ლიდერია და მისი მოწვევა ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია'
  • ფილ ნევილმა ინტერ მაიამის წინადადების შემდეგ ინგლისის ქალთა ნაკრები მიატოვა

ამერიკული ინტერ მაიამის მთავარი მწვრთნელი ინგლისური ევერტონისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი ფილ ნევილი გახდა. 43 წლის სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი ინგლისის ქალთა ნაკრები გახლდათ, რომელთანაც კონტრაქტი მას შემდეგ გაწყვიტა, რაც წინადადება MLS-ის კლუბიდან მიიღო.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ინტერ მაიამის ერთ-ერთმა მფლობელმა დევიდ ბექჰემმა, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედში ფილ ნევილის მხარდამხარ არაერთი წელი თამაშობდა:

“მოუთმენლად ველი ფილი როდის შემოგვიერთდება. მას ჯერ კიდევ მანჩესტერის საბავშვო აკადემიიდან ვიცნობ. ჩვენ ერთი და იგივე საფეხბურთო დნმ გვაქვს, საუკეთესო მწვრთნელები გვყავდა და ინტერშიც სწორედ ასეთი ფასეულობების ხილვა მსურს. ყველამ, ვისაც ფილთან ერთად უთამაშია ან უმუშავია, იცის, რომ ის დაბადებით ლიდერია და მისი მოწვევა ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია”.

ცნობისთვის, ფილ ნევილს მანჩესტერ იუნაიტედის, სოლფორდი სიტისა და ესპანური ვალენსიას სამწვრთნელო შტაბებში უმუშავია, ინგლისის ქალთა ნაკრებს კი 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა.

“ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა. ინტერ მაიამი ახალგაზრდა კლუბია დიდი პერსპექტივითა და შესაძლებლობებით. დარწმუნებული ვარ, ახალ კლუბთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევ”, - განაცხადა ნევილმა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები