Thumbnail

ქუთათელაძე Magic Man-ის წინააღმდეგ - ქართველი ვიკინგის მეტოქე ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

შვედეთში მცხოვრები ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე UFC-ში თავის მეორე ბრძოლას გამართავს. ის 13 მარტს სამხრეთაფრიკელ დონ მადჯს დაუპირისპირდება. 

სხვათა შორის, იმავე ივენთზე "ქართველი ვიკინგის" გარდა მონაწილეობს მისი სპარინგპარტნიორი და მეგობარი ხამზატ ჩიმაევი, ვინც მსოფლიოს მე-3 ნომერ ლეონ ედვარდს შეხვდება. ბრძოლები ლას ვეგასში გაიმართება.

გასულ წელს მსუბუქწონასანი ქუთათელაძის დებიუტი წარმატებული გამოდგა, მან პოლონელ გამროტს აჯობა, რომელსაც შერეულ ორთაბრძოლებში 17-ბრძოლიანი მოგებათა სერია შეუწყვიტა. ქუთათელაძე "მეჯიქ მენ" მადჯს 9-ბრძოლიანი მოგებათა სერიით ხვდება. თავის მხრივ, სამხრეთაფრიკელს ზედიზედ ბოლო 6 ორთაბრძოლა აქვს მოგებული, მაგრამ 2019 წლის სექტემბრის მერე ოქტაგონზე არ გასულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები