Thumbnail

მიუხედავად ლუკა დონჩიჩის შესანიშნავი თამაშისა, დალასი შინ ჩიკაგოსთან მაინც დამარცხდა. 101:117-ზე წაგებულ მატჩში მავერიკსს სხვადასხვა მიზეზების გამო არმყოფი კალათბურთელები ძალიან დააკლდა.

დონჩიჩს მარტო პირველ ტაიმში უკვე 30 ქულა ჰქონდა და საბოლოოდ 36 ქულას, 16 მოხსნას და 15 პასს მოუყარა თავი. ეს მის კარიერაში რიგით 29-ე სამმაგი დუბლი გახლდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ 21 წლის სლოვენიელმა მაიკლ ჯორდანს ამაში უკვე მესამე წელს გადაასწრო. NBA-ს ექვსგზის ჩემპიონ ჯორდანს 15-წლიან კარიერაში 28 სამმაგი დუბლი აქვს გაკეთებული. 

თუმცა დალასისთვის თამაშის მოსაგებად ეს საკმარისი მაინც არ იყო. პირველ რიგში იმის გამო, რომ სხვებს ბევრი არაფერი გაუკეთებიათ. მართალია, კრისტაპს პორზინგისმა 20 ქულა ჩააგდო, მაგრამ ზუსტი სამიანი არ ჰქონია (0/7). სხვამხრივ, ყველაზე მეტი ქულები დალასიდან უილი კოლი-სტაინმა და ჯეიმს ჯონსონმა დააგროვეს - მხოლოდ 10-10.

ჩიკაგომ, რომელსაც მანამდე ზედიზედ 4 მარცხი ჰქონდა, გაცილებით კარგად ითამაშა და ბულსის გამარჯვება დამსახურებულია - მიუხედავად იმისა, რომ მათმა ყველაზე პროდუქტიულმა მოთამაშემ, ზაკ ლავინმა ამჯერად მხოლოდ 10 ქულა (და 10 პასიც) იკმარა. სამაგიეროდ, ჩიკაგოდან ჯამში ექვსმა მოთამაშემ შეძლო 10 და მეტი ქულის ჩაგდება. ყველაზე თვალსაჩინო კი მათ შორის ფინელი ლაური მარკანენი გახლდათ - 29 ქულა, 10 მოხსნა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

აღსანიშნავია, რომ ტიმ ჰარდაუეის (ტრავმა), ჯოშ რიჩარდსონის, მაქსი კლებერისა და დორიან ფინი-სმითის (ჯანმრთელობის პროტოკოლი) არყოფნაში, დალასს საკმაოდ უჩვეულო სასტარტო ხუთეული ჰყავდა - კოლი-სტაინთან, დონჩიჩთან და პორზინგისთან ერთად, თამაში ვეს ივუნდუმ და ჯოშ გრინმა დაიწყეს. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები