Thumbnail

როგორც იქნა! ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მესამე ბრძოლა მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა 2021 წლის ჰაცუ ბაშოზე მეცხრე ბრძოლა გამართა
  • ქართველმა სუმოისტმა მეისეის უვატედაშინაგეთი მოუგო

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის პირველი სუპერტურნირი სუმოში გრძელდება. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მეცხრე ბრძოლა ჩაატარა და მესამედ გაიმარჯვა. ლევან გორგაძემ მეისეის უვატედაშინაგეს ილეთით აჯობა. 

ლევანს მეათე საჭიდაო დღეს კომუსუბი ტაკაისუ შეხვდება, რომელსაც 5 მოგება და 3 მარცხი აქვს. ქართველ სუმოისტს დადებითი ბალანსის გასაფორმებლად დარჩენილი 6 ბრძოლიდან 5 შეხვედრის მოგება სჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები