- ლოს ანჯელეს კლიპერსი 129:96 ინდიანა პეისერსი
- გოგა ბითაძე გამოჯანმრთელდა და ამ სეზონში პირველად ითამაშა
- 29-ე სამმაგი დუბლი - ლუკა დონჩიჩმა მაიკლ ჯორდანს გადაასწრო!
გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი ფავორიტ ლოს ანჯელეს კლიპერსთან დიდი ანგარიშით დამარცხდა, მაგრამ ეს ახლა მეორეხარისხოვანი ამბავია, რადგან მთავარი ის არის, რომ ქართველი ცენტრი დაბრუნდა!
ბითაძემ კლიპერსთან 15:35 წუთი ითამაშა და ამ დროში 5 ქულა და 2 მოხსნა (1 შეტევაში, 1 დაცვაში) დააგროვა. გოგას 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც ჰქონდა. გარდა ამისა, მან ერთხელ დაკარგა ბურთი და ერთხელ ესროლა სამქულიანი, თუმცა არაზუსტად. მან ორი ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო და +/- კოეფიციენტი -13 გამოუვიდა.

როგორც უკვე მიხვდით, კლიპერსმა თამაში ადვილად მოიგო. დიდწილად ეს იმის დამსახურებაა, რომ მასპინძლებმა 19 სამიანი ჩააგდეს (39 მცდელობიდან, 48,7 %). ყველაზე პროდუქტიულები პოლ ჯორჯი, მარკუს მორისი და ლუკ კენარდი იყვნენ 20-20 ქულით. კავაი ლეონარდის აქტივში 17 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასია. პეისერსიდან საუკეთეოსები დუგ მაკდემოტი (23 ქულა) და დომანტას საბონისი (19 ქულა, 14 მოხსნა) იყვნენ. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.
კომენტარები