Thumbnail

ესპანეთის სუპერთასი ბილბაომ მოიგო, მესიმ მეტოქეს დაარტყა და გააძევეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბარსელონა 2:3 (დ.დ.) ბილბაო
  • არგენტინელ ვარსკვლავს ნერვებმა უმტყუნა

ესპანეთის სუპერთასის მფლობელი ბილბაოს ატლეტიკი გახდა, რომელმაც დრამატულ მატჩში ბარსელონას 3:2 სძლია. საინტერესოა, რომ კატალონიელები ფრანგი ანტუან გრიზმანის დუბლის წყალობით 2-ჯერ იგებდნენ, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

ატლეტიკმა წონასწორობის აღდგენა 90-ე წუთზე ასიერ ვილიალიბრეს გოლის წყალობით მოახერხა, დამატებითი დრო კი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ინიაკი ვილიამსმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

ლიონელ მესი ბარსელონურ კარიერაში პირველად გააძევეს

აღსანიშნავია, რომ თამაშს სკანდალური დასასრული ჰქონდა. 120-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო ბარსელონას ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ. არგენტინელმა ფორვარდმა უკნიდან თავში დაარტყა ხსენებულ ვილიალიბრეს და ბარსას მაისურით ჩატარებულ 753 მატჩში პირველად გააძევეს.

შეგახსენებთ, რომ სუპერთასის ნახევარფინალში ბარსელონამ რეალ სოსიედადს აჯობა, ბილბაომ კი მადრიდის რეალის დამარცხება მოახერხა.

📺 ბარსელონა 2:3 (დ.დ.) ბილბაო

კომენტარები

ბოლო ამბები