Thumbnail

ბათუმის სტადიონს პრემიუმ კლასის ჰიბრიდული მინდვრის საფარი ექნება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბათუმის სტადიონზე მინდვრის საფარის რეკონსტრუქცია იწყება
  • სამუშაოებს გამოცდილი ბრიტანული კომპანია შეასრულებს

ბათუმის სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობა იწყება, რასაც ბრიტანული კომპანია SISPICHES უზრუნველყოფს. ამგვარად, ბათუმის არენა ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი სტადიონი იქნება ბაქოს ოლიმპიური სტადიონის შემდეგ, რომელსაც პრემიუმ კლასის ჰიბრიდული მინდვრის საფარი ექნება.

SISPICHES-ს ჰიბრიდული საფარით მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტი სტადიონი აქვს მოწყობილი, მათ შორის, ბარსელონას "კამპ ნოუ", მილანის "სან სირო", სტამბოლის "ტელეკომ არენა" და ტურინის "ალიანც სთედიუმი".

მინდვრის ჰიბრიდული ზედაპირი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ ბალახთან ერთად ეწყობა და მის სიმტკიცეს, რამდენიმეჯერ გაზრდილ ცვეთამედეგობას და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველყოფს. სამუშაოების ღირებულებას სამშენებლო კომპანია "ანაგი" სრულად დააფინანსებს.

გოგა გუგავა (კომპანია "ანაგის" პროექტების მმართველი): "აღნიშნული სტადიონის მშენებლობა განხორციელდა საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რაც წარმოდგენილი იქნა სამშენებლო კომპანია "ანაგის" წინაშე. თუმცა, ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რაც არის მაღალი ნალექი, მაღალი ტენიანობა, ასევე იმ ფაქტორის ჩათვლით, რომ სტადიონი არის ნახევრად გადახურული, ბრიტანულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან კომუნიკაციის საფუძველზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სტადიონზე მოეწყოს სრულიად ახალი, თანამედროვე ტექნოლოგია - ჰიბრიდული საფარი. ის ბუნებრივ საფართან ერთად უზრუნველყოფს მუდმივ მდგრადობას და მზადყოფნას ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად. კომპანია "ანაგმა" მოიწვია ბრიტანული კომპანია SISPICHES, რომელსაც უდიდესი გამოცდილება გააჩნია და ასეთი ტიპის სამუშაო შესრულებული აქვს 100-ზე მეტ სტადიონზე, მათ შორის "კამპ ნოუსა" და "სან სიროზე". აღსანიშნავია, რომ მოცემული სამუშაოების ღირებულება სრულად დაფინანსებული იქნება სამშენებლო კომპანია "ანაგის" მიერ".

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სტადიონი გაზაფხულიდან საქართველოს ეროვნული ლიგის შეხვედრებს უმასპინძლებს, 2023 წლის ზაფხულში კი ამ სტადიონზე ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მატჩები, მათ შორის ფინალი გაიმართება.

ჰიბრიდული მინდვრის საფარი

🔹ბათუმის სტადიონი ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი სტადიონი იქნება, ბაქოს ახალ ოლიმპიურ სტადიონთან ერთად, რომელსაც პრემიუმ კლასის ჰიბრიდული მინდვრის საფარი ექნება. 🔹ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობას ბათუმის სტადიონზე, მსოფლიოს წამყვანი ბრიტანული კომპანია "SISPICHES" განახორციელებს. 🔹სტადიონის მშენებელი კომპანია "ანაგი" საფარის მოდერნიზებას, საკუთარი სახსრებით განახორციელებს. 📌საერთაშორისო ბრენდ "SISPICHES"-ს ჰიბრიდული საფარით მსოფლიოში 100-ზე მეტი სტადიონი აქვს მოწყობილი, მათ შორის ბარსელონას "კამპ ნოუს" და მილანის "სან სიროს" სტადიონები. 🔹აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 6 სტადიონის მინდორი ჰიბრიდული საფარით, სწორედ „SISPICHES"-მა მოაწყო. 🔹მინდვრის ჰიბრიდული ზედაპირი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ ბალახთან ერთად ეწყობა და მის სიმტკიცეს, რამდენიმეჯერ გაზრდილ ცვეთამედეგობას და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველყოფს. 🔹სტადიონის მოედნის ჰიბრიდული ზედაპირი არის საკმაოდ ძვირადღირებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა და წარმოდგენილია ისეთი მაღალი დონის სტადიონებზე როგორიცაა მილანის „სანსირო“, ბარსელონას „კამპნოუ“, ასევე ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების A კლასის სტადიონები. 🔹გაზაფხულზე სტადიონი საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს უმასპინძლებს. 🔹2023 წელს კი სტადიონზე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

Posted by აჭარის პროექტების მართვის კომპანია - Ajara PMC on კვირა, 17 იანვარი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები