Thumbnail
  • ილინოისი 81:87 ოჰაიო სტეიტი | დეტროიტ მერსი 68:65 გრინ ბეი
  • ქართველმა კალათბურთელებმა სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩები ჩაატარეს

გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისმა ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ NCAA-ს დივიზიონ ში მიჯრით მე-2 მარცხი განიცადა, ქართველი კალათბურთელი კი საკმოდ სარგებლიანად გაისარჯა.

ილინოის ფაითინგ ილინი ამჯერად ოჰაიო სტეიტ ბაქაისს დაუხვდა და პირველი ტაიმი 28:43 წააგო, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. ქართველი ლეგიონერის გუნდმა სხვაობის შემცირება კი მოახერხა, თუმცა, წაგებას ვერ გადაურჩა – 81:87.

ბეჟანიშვილმა მოედანზე 15 წუთი გაატარა და მასპინძლებს 9 ქულა შესძინა. გიორგიმ 5-დან 4 ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. ილინოისელებს 22 ქულით გამთამაშებელმა აიო დოსუნმუმ ულიდერა, ცენტრმა კოფი კოკბერნმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 11 მოხსნა.

📺 ილინოისი V ოჰაიო სტეიტი

ბეჟანიშვილს გუნდს კონფერენციაში 5 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და სწორედ ოჰაიო სტეიტთან ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს, მომდევნო მატჩს კი 20 იანვარს პენ სტეიტ ნიტანი ლაიონსთან ჩაატარებს.

მიმდინარე სეზონში გრინ ბეი ფენიქსს უკვე მე-2 მატჩი მოუგო ვილი ისიანის დეტროიტ მერსი ტიტანსმა, თუმცა, თუკი წინა შემთხვევაში სხვაობა 25-ქულიანი იყო, ამჯერად, ქართველი კალათბურთელის გუნდმა მხოლოდ 3 ქულით მოიგო – 68:65.

ბოლო პერიოდია, ისიანმა სასტარტო ხუთეულში ადგილი დაკარგა, თუმცა, გასულ შეხვედრაში მოედანზე დიდი დრო – 29 წუთი გაატარა და 3 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ვილიმ 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

დეტროიტელებს 2 მოგებითა და 4 მარცხით მე-10 პოზიცია უკავიათ, 23 იანვარს კი ოქლენდ გოლდენ გრიზლისთან დაპირისპირება ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები