Thumbnail

'UFC-ში საუკეთესო კრივი მაქვს' - ჰოლოუეიმ კატარი საშინლად ცემა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჰოლოუეიმ კატარს ძალიან აჯობა
  • ჰავაელ მებრძოლს, ვოლკანოვსკისთან მესამედ ჩხუბის შანსი აქვს

დღეს დილით, აბუ-დაბიმ UFC-ის ბუმბულის წონაში გამართულ ბრძოლას უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს დივიზიონის პირველი და მეექვსე ადგილოსანი სპორტსმენები - მაქს ჰოლოუეი და კელვინ კატარი დაუპირისპირდნენ.

ჰავაელი მებრძოლი, დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი - მაქს ჰოლოუეი მთელი 3 რაუნდის მანძილზე საოცრად გამოიყურებოდა და ბრძოლა ქულებით, დამაჯერებლად მოიგო. 29 წლის ჰოლოუეი ალექსანდრ ვოლკანოვსკის და ბრაიან ორტეგას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ჰოლოუეიმ ბუმბულის წონის ქამარი 2017 წელს მოიპოვა, თუმცა 2019 წელს ალექსანდრ ვოლკანოვკის წინააღმდეგ დაკარგა, შემდეგ რემატჩიც წააგო. თუმცა, დანა უაითმა დღეს განაცხადა, რომ მაქსი მესამე ბრძოლასაც იმსახურებს.

ჩხუბის შემდეგ, ჰოლოუეიმ განაცხადა, რომ UFC-ში საუკეთესო კრივი აქვს, რაზეც კონორ მაკგრეგორისგან (ვისთანაც 2013 წელს დამარცხდა) დამცინავი პოსტი მიიღო 'LOL' - დაწერა კონორმა. MMA-ის მიმომხილველი, არიელ ჰალვანი ამბობს, რომ ვოლკანოვსკის და ბრაიან ორტეგას დაპირისპირება, სავარაუდოდ 27 მარტს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები