Thumbnail

K2-ზე ისტორიულ ასვლას, ესპანელი მთამსვლელის სიცოცხლე შეეწირა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • შერპებმა K2 დალაშქრეს, ზამთარში ეს პირველად მოხდა
  • სერგეი მინგუ ასვლისას დაიღუპა - მის გადარჩენას ეცადნენ, მაგრამ უშედეგოდ

"სამწუხარო ამბავი გვაქვს, K2-ზე სერგეი მინგუ დაიღუპა" - ნათქვამია პაკისტანში ესპანეთის საკონსულოს განცხადებაში. "მას უნდოდა მთაზე ისტორიულ ასვლაში მონაწილეობა მიეღო, თუმცა უბედური შემთხვევის გამო ეს ვერ მოხერხდა. ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს და ყველას, ვისაც სერგეი უყვარდა."

ჩანგ დავა შერპა, ნეპალელი მთამსვლელი, რომელიც ექსპედიციას ხელმძღვანელობდა შემთხვევას ასე აღწერს "უცაბედად მოწყდა, დახმარების გაწევა ვერავინ შეძლო. საუკეთესო მთამსვლელი და ჩვენი დიდი მეგობარი დავკარგეთ."

"ალექს გავანი, თამარა და კიდევ ორი პოლონელი მთამსვლელი დახმარებას შეეცადნენ, საბაზო ბანაკიდან სამედიცინო ჯგუფიც გამოვიდა, მაგრამ ვერაფერი შევძელით. ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს." - დაწერა ფეისბუქზე ექსპედიცის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ნეპალურმა ექსპედიციამ ყარაყორუმში ისტორიული ასვლა განახორციელა - ზღვის დონიდან სიმაღლით მსოფლიოს მეორე მწვერვალი K2 (ჩოგორი) ზამთარში აქამდე დალაშქრული არ იყო. აქამდე 4 მცდელობა განხორციელდა, ყველა უშედეგო. 10-მა შერპამ მწვერვალს გუშინ, ადგილობრივი დროით 16:58-ზე მიაღწია მწვერვალს.

Unfortunately we lost Sergi ! Best climber and very good friend of us. While descending from C1 to Basecamp he suddenly...

Posted by Chhang Dawa Sherpa on Saturday, January 16, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები