Thumbnail
  • გრან კანარია 87:108
  • გიორგი შერმადინი: 9 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი

ACB ლიგის მე-20 რაუნდში კანარის კუნძულების დერბი შედგა - გრან კანარია შინ იბეროსტარ ტენერიფესთან 87:108 დამარცხდა. ამაოდ ველოდით ქართულ დუელს - გრან კანარიას მწვრთნელმა კვლავ არ ათამაშა ბექა ბურჯანაძე, რომელიც განაცხადში იყო.

გამარჯვებულთა რიგებში გიორგი შერმადინმა სულ 12:38 წუთი ითამაშა (თამაშის ბედი მალევე გადაწყდა), მან ტენერიფეს 9 ქულა მოუტანა. შერმადინის ანგარიშზეა: 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. ჩემპიონატში ტენერიფემ პირველად მოიგო 2021 წელს. 19 თამაშიდან ტენერიფემ 15 მოიგო და მე-3 პოზიციაზეა რეალისა (16) და ბარსელონას (15) შემდეგ. გრან კანარია კი 7 გამარჯვებით მე-12 ადგილზეა. 14 იანვარს ტენერიფე მანრესას მასპინძლობს, ხოლო გრან კანარია 23 იანვარს ფუენლაბრადას ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები