- პარალიმნი 1:0 აელ | გოლი: მაისურაძე 72'
- ირაკლიმ გუნდს 3 ქულა მოუპოვა და გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა
კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში პარალიმნიმ 1:0 დაამარცხა ლიმასოლის აელ-ი. ამ შეხვედრაში, რომელშიც ორივე გუნდმა თითო პენალტი ვერ გაიტანა, გამარჯვების გოლი ირაკლი მაისურაძის ანგარიშზეა, მან ბურთის დაუმუშავებლად ლამაზი გოლი გაიტანა.
📺 მაისურაძის გოლი აელ-ის კარში
32 წლის მაისურაძე მოედანზე 63-ე წუთზე გავიდა, გოლი კი 9 წუთში გაიტანა. პარალიმნი 18 ქულით მე-12 ადგილზეა. ირაკლი მაისურაძე საყრდენი ნახევარმცველია, ის 2018 წლიდან პარალიმნის ღირსებას იცავს. მას ზესტაფონში, მტზ-რიპოში, ვიტებსკში (ორივე ბელარუსი), რუსთავის მეტალურგში, დილაში, ვალეტაში (მალტა), ანორთოსისში, ერმისში (ორივე კვიპროსი), პანიონიოსში (საბერძნეთი) და ბალმაზივაროშში (უნგრეთი) უთამაშია. საქართველოს ნაკრებში მაისურაძემ სულ 2-ჯერ ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ირაკლიმ კარიერაში სულ 6 გოლი გაიტანა, აქედან 5 საქართველოს ჩემპიონატში. ეს მისი პირველი გოლია ლეგიონერის სტატუსით და პირველი გოლი თითქმის 9-წლიანი პაუზის შემდეგ.
კომენტარები