Thumbnail
  • ლოკერენი 0:2 სერენი | 0:1 მიქაუტაძე 24'
  • ჟორჟი სტანდართან ვალონური დერბისთვის ემზადება

ჟორჟ მიქაუტაძის სერენმა ამხანაგურ მატჩში ლოკერენი დაამარცხა - 2:0. გუნდის პირველი გოლი 20 წლის ქართველმა ფორვარდმა გაიტანა. ჟორჟმა 24-ე წუთზე დააწინაურა სერენი, მე-80 წუთზე მას კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ლოკერენის გოლკიპერმა ბურთის მოგერიება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ მეცის ფორვარდი, რომელიც სერენში იჯარით თამაშობს, დისკვალიფიცირებულია და იანვარში გუნდის ორივე შეხვედრას გამოტოვებს. მას ბელგიის თასისთვის ამზადებენ, 3 თებერვალს სერენი ლიეჟის სტანდარდს ეთამაშება. ამ შეხვედრას სერენში 25 წელია ელოდნენ, რადგან ის ვალონური დერბია. 

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის ანგარიშზე ბელგიის პროქსიმუს ლიგაში 16 გოლია და ის ჩემპიონატის ბომბარდირია. სფფ მუშაობს ამ ფეხბურთელის საქართველოს ნაკრებში გადმოსაბირებლად. მოგეხსენებათ, ის საფრანგეთის მოქალაქეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები