Thumbnail
  • 19 წლის ნახევარმცველი რუბინთან ერთად თურქულ შეკრებაზე ემზადება
  • რუსულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის ტრიუკის ვიდეო გამოაქვეყნა 

ყაზანის რუბინი, რომლის ღირსებას ხვიჩა კვარაცხელია იცავს, ზამთრის მოსამზადებელ შეკრებაზე თურქეთში იმყოფება. გუნდთან ერთადაა და სეზონის განახლებისთვის ემზადება 19 წლის ქართველი ნახევარმცველიც.

რუბინი, ლეონიდ სლუცკის ხელმძღვანელობით, ბელეკში 12 იანვრიდან ემზადება, პირველ სპარინგს კი 21 იანვარს ჩაატარებს - ბელგრადის პარტიზანთან. რუსული გუნდი პირველ შეკრებას 24 თებერვალს, სოჩისთან თამაშით დაასრულებს. რუბინი ბელეკშივე გეგმავს მეორე და მესამე მოსამზადებელ შეკრებასაც. 

კლუბის პრესსამსაურმა თურქული შეკრებიდან სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას წვრთნის პროცესია აღბეჭდილი. ხვიჩა ჟესტიკულაციით კრიშტიანო რონალდოს ბაძავს და ცდილობს, ფეხზე დამდგარ თანაგუნდელს გადაახტეს, მაგრამ ტრიუკს "სუფთად" ვერ ასრულებს და გაზონზე ეცემა. 

ყაზანის რუბინს რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებული 19 მატჩის შემდეგ 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს. ქართველმა ფეხბურთელმა 16 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 2-2 გოლი და საგოლე პასი მიითვალა და 3 პენალტიც მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები