Thumbnail

ზლატანი: ჩემი ფანები არ არიან მიმდევრები, ისინი მორწმუნეები არიან

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩის მილანში დაბრუნება კლუბს ძალიან გამოადგა
  • ამჯერად შვედმა თავისი გულშემატკივრები მორწმუნეებად მოიხსენია  

ზლატან იბრაჰიმოვიჩის მილანში დაბრუნების შემდეგ კლუბი გაძლიერდა და ეს შედეგებზეც აისახება. შვედი კარგი იყო სეზონის დასაწყისში, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და გუნდს სულ ახლახან დაუბრნუდა.

სკანდინავიელის ხასიათი ყველასათვის კარგადაა ცნობილი. მას არაერთი სახალისო და მოულოდნელი განცხადება აქვს გაკეთებული, რის გამოც გულშემატკივართა დიდ ნაწილში 39 წლის ფეხბურთელს სიმპათია გამოუწვევია.

ზლატანმა თავი კერპად კიდევ ერთხელ გამოსახა. ამჯერად სკანდინავიელმა ფორვარდმა თავისი გულშემატკივრები მორწმუნეებად მოიხსენია და ისინი ერთგვარ რელიგიურ დაჯგუფებას შეადარა.

"ჩემი გულშემატკივრები არ არიან მიმდევრები, ისინი მორწმუნეები არიან. როგორ თარგმნით მას? უკეთესი და საუკეთესო", - განაცხადა შვედმა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს სერია A-ს მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო სულ 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული, თუმცა მან ამ მატჩებში მეტოქის კარის აღება 10-ჯერ შეძლო, ხოლო თანაგუნდელს ერთხელ გაატანინა.

კომენტარები

ბოლო ამბები