Thumbnail

დვალიშვილი V სტამანი ისევ გაუქმდა - ქართველ მებრძოლს COVID-19 აღმოაჩნდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • UFC-ის ქართველ მებრძოლს 6 თებერვალს დაგეგმილი ბრძოლა გაუუქმდა
  • ამის მიზეზი კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტზე დადებითი პასუხი გახდა
  • მერაბ დვალიშვილმა COVID-19 უკვე დაამარცხა და ვარჯიში განაახლა

მერაბ დვალიშვილის (9-4) ბრძოლა კოდი სტამანთან (14-3) კიდევ ერთხელ გაუქმდა. UFC-ის ქართველი მებრძოლი (-61 კგ) ამერიკელს ვერც 6 თებერვალს დაუპირისპირდება, როგორც ეს მანამდე იყო დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას რესურსი BJ Penn ავრცელებს. 

როგორც ირკვევა, 30 წლის მერაბ დვალიშვილმა COVID 19-ზე ჩატარებულ ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. ქართველმა სპორტსმენმა ბრძოლის გადავადება ითხოვა, მაგრამ კოდი სტამანს შეხვედრის გამართვა აუცილებლად 6 თებერვალს სურს და შეთავაზებაზე უარი თქვა. შედეგად, ამერიკელი ოქტაგონზე მერაბის ნაცვლად თავის თანამემამულე ანდრე იუელს შეხვდება. ეს ბრძოლა ლას ვეგასში, არენა UFC Apex-ზე ჩატარდება.

ქართველი მებრძოლი საქართველოს და აშშ-ის დროშებით ხშირად ჩნდება

მერაბ დვალიშვილს 31 წლის კოდი სტამანთან ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა ეჩხუბა, მაგრამ მაშინ დაპირისპირება ამ უკანასკნელის ტრავმის გამო არ შედგა. სამწუხაროდ, ხელმეორედ დაგეგმილი ორთაბძოლაც გაუქმდა.

რაც შეეხება დვალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მერაბმა კორონავირუსი უკვე დაამარცხა და ვარჯიშიც განაახლა.

მერაბ დვალიშვილისთვის 2020 წელი საკმაოდ წარმატებული იყო. ქართველმა სპორტსმენმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივეში გაიმარჯვა. სულ მის ანგარიშზე ამ დროისთვის UFC-ში ჩატარებული შვიდი ორთაბრძოლაა, საიდანაც მხოლოდ საწყისი ორი დათმო, მას შემდეგ კი ზედიზედ ხუთი მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები