Thumbnail
  • ცსკა 75:88 ბარსელონა
  • თორნიკე შენგელია: 10 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი

ევროლიგის მე-20 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა, მოსკოვში, ბარსელონასთან 13 ქულით დამარცხდა - 75:88. აღსანიშნავია, რომ ცსკა-მ ბოლო 3 მატჩში ორი შეხვედრა დათმო - რუსულმა კლუბმა ორივეჯერ ესპანურ გუნდებთან წააგო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 27 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. თორნიკემ 2-დან ერთი სამქულიანი, 6-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა.

ცსკა-ს რიგებში საუკეთესო მაიკ ჯეიმსი იყო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, ხოლო ევროლიგის დეკემბრის თვის MVP ნიკოლა მილუტონოვი 15 ქულას დასჯერდა.

ბარსელონას მხრიდან საუკეთესო მატჩი ჰქონდა კორი ჰიგინსს - მან 25 ქულა ჩააგდო და შეხვედრის MVP გახდა. ევროლიგის ლიდერი ისევ შენგელიას გუნდია, რომელსაც 30 ქულა აქვს. ცსკა-ს მომდევნო მეტოქე 22 იანვარს თურქული ფენერბაჰჩე იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები