Thumbnail
  • ბარსელონამ კლუბის პრეზიდენტის არჩევნები გადადო
  • მიზეზი გართულებული კოვიდ-სიტუაციაა

კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც ბარსელონას გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ, გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი ისევ და ისევ კორონავირუსია - ამ დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა.

კატალონიურმა გრანდმა არჩევნების გადადება პარასკევს ოფიციალურად დაადასტურა. როგორც იცით, ბარსას ახალი პრეზიდენტი 24 იანვარს უნდა აერჩიათ. ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც იცით, ბარსას ექს-პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ თანამდებობიდან ოქტომბერში გადადგა და მას შემდეგ ეს პოსტი ვაკანტურია. კანდიდატებს შორის ფავორიტებად ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და ვიქტორ ფონტი მიიჩნევიან, ტონი ფრეიშას კი ექსპერტები ნაკლებ შანსებს უწინასწარმეტყველებენ.

ჟოან ლაპორტას გიგანტური საარჩევნო პოსტერი მადრიდში

ბარსელონას ახალი პრეზიდენტის პირველი ყველაზე მთავარი ამოცანა ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება იქნება. არგენტინელ სუპერვარსკვლავს კატალონიურ გრანდთან ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება. როგორც იცით, მას წინა ზაფხულს ბარსას დატოვება და სხვა გრანდში გადასვლა სურდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები