Thumbnail

პოლ პოგბა: ლივერპულის დონეზე არ ვართ, მაგრამ პრემიერლიგის მოგება შეგვიძლია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა
  • 27 წლის ფრანგ ნახევარმცველს კვირას ლივერპულთან შეხვედრა ელის

მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის პრემიერლიგას ლიდერობს. ოლე გუნარ სულშერის გუნდის 27 წლის ნახევარმცველი პოლ პოგბა კი მიიჩნევს, რომ "წითელი ეშმაკები" ინგლისის პრემიერილიგის მოგების შანსს ფლობენ, მაგრამ ამავდროულად, აღიარებს, რომ მისი გუნდი ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე, რომელზეც მოქმედი ჩემპიონი ლივერპულია.

"მანჩესტერ იუნაიტედს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და კიდევ უფრო უკეთესი ხდება, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ლივერპულის დონეზე ვართ, რადგან მათ მოიგეს პრემიერლიგა და ისევ აგრძელებენ გამარჯვებებს. როდესაც ჩვენ მოვიგებთ, მაშინ ვიტყვით, რომ ერთ დონეზე ვართ. 
  
თუკი გსურთ იყოთ საუკეთესო, საუკეთესოებს უნდა აჯობოთ. ჩვენ გვსურს პრემიერლიგის გამარჯვებულებს მოვუგოთ 

პოლ პოგბა და ბრუნო ფერნანდეში ენფილდზე თამაშისთვის ემზადებიან

ვიცით, როგორ კარგად თამაშობენ ისინი ბოლო წლებში, ვიცით მათი დონე და მათი თამაში. მათთან დაპირისპირება არასდროს ყოფილა იოლი და მანჩესტერ იუნაიტედმაც იცის, რაოდენ რთული იქნება ეს.

ყურადღებით უნდა ვიყოთ და შევეცადოთ, შევინარჩუნოთ პოზიცია. ვფიქრობ, ინგლისის პრემიერლიგის მოგება შეგვიძლია, თუკი მობიზილებულები ვიქნებით, მაგრამ არის ბევრი გუნდი, რომლებსაც ტიტულის მოგება ასევე შეუძლიათ. მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია და იქამდე ჯერ შორია", - აქვეყნებს ფრანგის სიტყვებს ბრიტანული მედია.

მანჩესტერ იუნაიტედს 17 ტურის შემდეგ 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია. სულშერის გუნდს სულ 3 ქულით ჩამორჩება ლივერპული, ხოლო 4-ით მანჩესტერ სიტი, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. პრემიერლიგის მომდევნო ტურში ერთმანეთს სწორედ მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული შეხვდებიან. გუნდების შეხვედრა "ენფილდზე" 17 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები