Thumbnail

FIFA 21 გიგანტურ მონიტორზე საერთოდ სხვა თამაშია

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ახალგაზრდა გეიმერი მონიტორის საშუალებით თამაშისას უპირატესობას იღებს
  • თამაშის გარდა, იგი ახალ ეკრანს სწავლისთვისაც იყენებს

რა გააკეთეთ კარანტინის პერიოდში? ისწავლეთ ახალი ენა? უყურეთ Netflix-ზე ყველაფერს, თუ გადაიქეცით პროფესიონალ გეიმერად? ჩვენ ვიცით ერთი ახალგაზრდა, რომელმაც ეს უკანასკნელი შეძლო.

Reddit-ის მომხმარებელი Gatsbuu მას შემდეგ გახდა პოპულარული, როდესაც გამოაქვეყნა მონიტორის ფოტო, რომლის საშუალებითაც თამაშობს. 19 წლის ახალგაზრდამ 1500 დოლარი გადაიხადა მონიტორში, რომელიც 125-სანტიმეტრიანია, რათა FIFA იდეალურად ეთამაშა.

"მსგავსი მონიტორის იდეა მრავალი მიზეზის გამო მომწონს. პირველ რიგში ის პროდუქტიულობისთვის მინდოდა. კომპიურეტული მეცნიერების სტუდენტი ვარ და მსგავსი დამატებითი ეკრანი სასარგებლო და გამოსადეგია კოდირებისა და მულტიდავალებებისთვის. ასევე ძალიან მიყვარს თამაშები - მსგავს ეკრანზე განსაკუთრებით კარგი სათამაშოა FIFA და Call Of Duty" - განუცხადა ახალგაზრდამ SPORTbible-ს.

ამ მონიტორის საშუალებით მოთამაშეს FIFA-ს თამაშის დროს გარკვეულ მონაკვეთებში შეუძლია მთლიანი, ან  მოედნის დიდი ნაწილი დაინახოს, რაც, რა თქმა უნდა, მეტოქესთან შედარებით უპირატესობას აძლევს.

ასეთი მონიტორის დახმარებით მეტოქეზე უპირატესობის მოპოვება შეგიძლია

"FIFA განსაკუთრებით სახალისოა ამ მონიტორზე, რადგან მისი საშუალებით თამაშის დროს თითქმის მთელ მოედანს ხედავ. ეს განსაკუთრებით მადგება გრძელი გადაცემების შესრულების დროს, როდესაც მეტოქე ვერ ხედავს მოედნის იმ მონაკვეთს. ასეთი მონიტორი ასევე კარგია დაცვის დროს, რადგან ჩემი მცველების დაკავებულ პოზიციებს ყოველთვის ვაკონტროლებ. სიმართლე გითხრათ, FIFA-ში საუკეთესო არ ვარ, თუმცა მონიტორი ნამდვილად მეხმარება," - დაამატა Gatsbuu-მ. 

კომპანია EA-მ თავისი ლეგენდარული საფეხბურთო ფრენჩაიზის ბოლო თამაში FIFA 21 ექვს ოქტომბერს გამოუშვა. FIFA 21 ხელმისაწვდომია PlayStation 4-ზე, Xbox One-ზე, Nintendo Switch-ზე,  PS5-ზე,  Xbox Series X-სა და პერსონალურ კომპიუტერზე. მისი სტანდარტული ვერსია 60$ ღირს, Champions ვერსია 80$, ხოლო Ultimate ვერსია - 100$.

კომენტარები

ბოლო ამბები