- 25 წლის ფრანგმა ფორვარდმა კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
- არჩილ ბერიძე საუბრობს ყველაფერზე: ტრანსფერები, სტადიონი, მიზნები
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა ახალი სეზონის წინ მეშვიდე ფეხბურთელი დაიმატა. როგორც მოსალოდნელი იყო, გია გეგუჩაძის გუნდს ფრანგი თავდამსხმელი ვამარა სანოგო შეუერთდა. ის საქართველოში ჩამოვიდა, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ბათუმელებთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
25 წლის ფრანგი ფორვარდი ვამარა სანოგო გასულ სეზონში ვარშავის ლეგიას ღირსებას იცავდა და ექსტრაკლასაში 2 მატჩში 1 გოლიც გაიტანა (ტრავის გამო სეზონი დიდი ნაწილი გამოტოვა). 2018/19 წლების სეზონი მან ზაგლებიეში გაატარა და პოლონეთის ჩემპიონატში 29 თამაშში თავი 11-ჯერ გამოიჩინა.
ზაგლებიეში ის 2016 წლიდან ასპარეზობდა, მანამდე კი ინგლისში ფლიტფუდ თაუნსა და ნანიტონ ბოროში მოასწრო თამაში, ხოლო კარიერა სამშობლოში, მეცის მეორე გუნდში დაიწყო. შარშან ლეგიას რიგებში იგი პოლონეთის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.
📺 ვიდეო: ვამარა სანოგოს გოლები
შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმმა სანოგომდე ოფიციალურად დაადასტურა გიორგი ზარიას, რაფაელ ჩუკვურას, სანდრო ალთუნაშვილის, გრიგოლ ჩაბრაძისა და გიორგი ფანცულაიას ტრანსფერები.
კომენტარები