- ქართველ სუმოისტს ჰაცუ ბაშოს 6 დღის თავზე მხოლოდ 2 მოგება აქვს
- ტოჩინოშინს იანვრის სუპერტურნირის მე-7 დღესაც რთული ბრძოლა ელის
ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელსაც ტოჩინოშინის შიკონათი ვიცნობთ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2021 წლის პირველ სუპერტურნირზე მე-6 ორთაბრძოლა ჩაატარა და მე-4 მარცხი განიცადა.
ტოჩინოშინი, რომელიც ჰაცუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, ამჯერად დასავლეთის პირველ ოძეკი შოდაის გაეჯიბრა და ოშიდაშით დამარცხდა. ამდენად, ქართველმა სეკიტორმა იაპონელ მეტოქესთან ურთიერთშეხვედრების ბალანსი კიდევ უფრო გაიუარესა – 7 მოგება, 11 წაგება.
ტოჩინოშინი სიტუაციის გამოსწორებას იანვრის სუპერტურნირის მე-7 დღეს ეცდება, როდესაც ძალებს აღმოსავლეთის პირველ ოძეკი ტაკაკეიშოსთან სცდის. ქართველ სუმოისტს ამჯერადაც ძალიან გაუჭირდება, რადგანაც 24 წლის იაპონელთან გასული 11 დაპირისპირებიდან მხოლოდ 3 აქვს მოგებული.
ვთქვათ ისიც, რომ ჰაცუ ბაშოს 6 დღის თავზე დაუმარცხებელი მხოლოდ 2 მონაწილეღაა. ესენი დასავლეთის პირველი მაეგაშირა დაიეიშო და დასავლეთის მე-16 მაეგაშირა აკისეიამა არიან.
📺 ტოჩინოშინი V შოდაი
კომენტარები