Thumbnail

'რეალთან იდეალურად ითამაშა' - ხოჭოლავა ყველაზე ძვირფასი ქართველი მცველია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

Transfermarkt-მა კვლავ განახორციელა ცვლილებები ფეხბურთელთა საბაზრო ფასებში. ცვლილება შეეხო საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის შახტარის მცველ დავით ხოჭოლავას

დღეიდან 27 წლის ფეხბურთელი € 3.5 მილიონი ღირს, მისი ფასი ნახევარი მილიონი ევროთი გაიზარდა. შემოდგომით ხოჭოლავამ შახტარის რიგებში თავი ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინა, ის შესანიშნავი იყო მადრიდში რეალთან მოგებულ დაპირისპირებაში. ამას ისიც დაემატა, რომ დეკემბრის ბოლოს დონეცკის შახტარმა ქართველ ლეგიონერს ნდობა გამოუცხადა და კონტრაქტი 2025 წლამდე გაუგრძელა.

მაშ ასე, ამჟამად სწორედ დავით ხოჭოლავა გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მცველი - როტორის მცველი საბა კვერკველია 3 მილიონი ევრო ღირს. დავით ხოჭოლავა "ტრანსფერმარკტზე" ყველაზე ძვირი 2019 წლის იანვარში ღირდა - 5 მილიონი ევრო. 

საქართველოს ნაკრები. TOP 10

1. ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი) - €10 000 000

2. გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი) - €4 000 000

3. დავით ხოჭოლავა (შახტარი) - €3 500 000

4. საბა კვერკველია (როტორი) - €3 000 000

5. ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) - €3 000 000

6. ჯიმი ტაბიძე (უფა) - €2 500 000

7. ვაკო გვილია (ლეგია) - €2 500 000

8. ზურიკო დავითაშვილი (როტორი) - €2 500 000

9. გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი) - €1 800 000

10. ლევან შენგელია (კონიასპორი) - €1 800 000

კომენტარები

ბოლო ამბები